პირველმა ლედიმ “ადრეული ქორწინების პრევენცია ქვემო ქართლში” პროექტის გამარჯვებულები დააჯილდოვა

საქართველოს პირველმა ლედიმ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტის “ადრეული ქორწინების პრევენცია ქვემო ქართლში” გამარჯვებულიახალგაზრდები დააჯილდოვა – ამის შესახებ რადიო ჰერეთს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

პრეზიდენტის სასახლეში დღეს პროექტის შეჯამება გაიმართა, რომელიც კავშირმა “საფარი” საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის, გაეროს მოსახლეობისფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით განახორციელა და რომელიც მიზნად ისახავდა ადრეული ქორწინებისუარყოფითი მხარეების შესახებ ქვემო ქართლში მცხოვრები მოზარდებისა და ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდასა და ცნობიერების ამაღლებას.

პროექტის ფარგლებში მომზადებულმა ეთნიკურად აზერბაიჯანელმა ოცმა ახალგაზრდამ, ქვემო ქართლის 90 სკოლაში, აზერბაიჯანულ ენაზეუფროსკლასელებისთვის საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა.

შეხვედრები ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკას, საკანონმდებლო აქტებსა და არსებული ეროვნული რეფერალური მექანიზმის საკითხებს მოიცავდა.მოსწავლეებს დაურიგდათ სპეციალურად მომზადებული საინფორმაციო ბროშურები და თემატური კომიქსები.

მაკა ჩიჩუამ ადრეული ქორწინების უარყოფით შედეგებზე ისაუბრა და მისი პრევენციის ასპექტებზე გაამახვილა ყურადღება.

მისი განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლე ის სივრცეა, სადაც ყოველთვის მზად არიან ქალთა უფლებების დაცვისათვის და ადრეულიქორწინების პრევენციისათვის იმუშაონ და იბრძოლონ. საქართველოს პრეზიდენტი აქტიურადაა ჩართული ამ პრობლემების განხილვასა და მოგვარებაში და მან, 2015წელი სწორედ იმიტომ გამოაცხადა ქალთა წლად, რომ ამ საკითხებზე საზოგადოების ყურადღება მიეპყრო და საზოგადოების მობილიზაცია მოეხდინა.

პირველი ლედის თქმით, ამ მძიმე პრობლემებთან გამკლავება საზოგადოების აქტიური ჩართულობის გარეშე შეუძლებელია. ყველა ადამიანი დაბადებიდანთავისუფალია ნებისმიერ არჩევანსა და გადაწყვეტილებაში, ყველას აქვს უფლება გადაწყვიტოს, როგორ უნდა დაგეგმოს და წარმართოს საკუთარი ცხოვრება, მიიღოსგანათლება.

კავშირის “საფარი” ხელმძღვანელის ბაია პატარაიას განცხადებით, მოსწავლეებს შორის ჩატარდა ესეების, ნახატებისა და ფოტოკონკურსი.

დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო პროექტის ერთერთმა მხარდამჭერმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელაბაქრაძემ, რომელმაც აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში სახელმწიფოს, საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი თანამშრომლობისმნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, სწორედ ამ თანამშრომლობამ განაპირობა დღეს ამ პროექტის წარმატება.

პროექტის განმახორციელებლების განცხადებით, ბავშვთა/ადრეული ქორწინება საქართველოში კვლავ გავრცელებულ საზიანო პრაქტიკას წარმოადგენს. იგი მძიმეშედეგების მომტანია, განსაკუთრებით, გოგონებისთვის, ხშირ შემთხვევაში იწვევს მათ სოციალურ და უფლებრივ გარიყვას და ხელს უშლის გოგონებს განათლებისმიღებაში.

მოზარდობის ასაკში ორსულობა და მშობიარობა კი, დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს. ბავშვთა/ადრეული ქორწინების გამომწვევი მიზეზებიკომპლექსურია და შესაბამისად, ვითარების გასაუმჯობესებლად მრავალმხრივი მუშაობაა საჭირო, როგორც პოლიტიკის და კანონმდებლობის დონეზე, ასევეთემებთან და თვითონ მოზარდებთან, მათი დამოკიდებულების შესაცვლელად.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტისმრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი, პროექტის ფინანსური მხარდამჭერების გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოსოფისისა და ნიდერლანდების საელჩოს წარმომადგენლები.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button