ფიზიკური დაპირისპირება თელავის სასამართლოში – დაზიანდა ინვენტარი

თელავში დაკავებული ახალგაზრდების სასამართლო პროცესი ხმაურით დაიწყო.

ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება დაკავებულის მშობლებსა და მანდატურის თანამშრომლებს შორის მოხდა. დაკავებულთა მშობლები პროცესზე დასწრებას მოითხოვდნენ, რის საშუალებასაც მანდატურის სამსახური არ აძლევდა.

როგორც მშობელბი აცხადებდნენ, მათ შვილებს პოლიცილები სასტიკად გაუსწორდნენ. ინციდენტის დროს დაზიანდა სასამართლოს ინვენტარი. მოგვიანებით მოსამართლემ მშობლების პროცესზე დაშვების გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსნეთ რომ 27 თებერვალს თელავის ერთ-ერთ კაფეში, სოფელ აკურაში მცხოვრებ ახალგაზრდებსა და პოლიციელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ბრალდების მხარე მათ პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ხულიგნობას ედავება. სასამართლოში დაკავებულების აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button