პლანეტათაშორისმა აპარატმა მარსმავალს სურათი გადაუღო
ავტომატურმა პლანეტათაშორისმა სადგურმა (MRO – Mars Reconnaissance Orbiter) მარსის ხეობა დააფიქსირა და 2015 წლის 8 აპრილს გამოსახულება დედამიწაზე გამოგზავნა. ფოკუსში მარსმავალი Curiosity მოექცა, რომელიც ეოლიდის (მთა მარსზე) ქვედა ფერდობის მიდამოში მოგზაურობდა.
28 თებერვალს, მოკლე ჩართვის შედეგად, მარსმავალმა მუშაობა შეწყვიტა. 15 მარტიდან აპარატი კვლავ მწყობრში ჩადგა.
Mars Science Laboratory (მარსის სამეცნიერო ლაბორატორია) — ნასას (NASA – National Aeronautics and Space Administration — აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევისეროვნული სამმართველო აშშ-ში) მისია, რომლის შესრულების დროს, მარსის ზედაპირზე, 2012 წლის 6 აგვისტოს დაეშვა და ექსპლუატაციაში შევიდა მესამე თაობის მარსმავალი Curiosity (ქართ. ცნობისმოყვარეობა, ცოდნისმოყვარეობა). მარსმავალი ავტონომიურ ქიმიურლაბორატორიას წარმოადგენს.
ნასამ წითელ პლანეტაზე როვერის დაშვების სიმულაციური ანიმაცია გაავრცელა.