“პლასტიკის მეფე” მილიარდერი ბერად აღიკვეცა [Video]
„პლასტიკის მეფედ“ წოდებულმა ინდოელმა მილიარდერმა ბჰანვარლალ დოშიმ, ფინანსურ კეთილდღეობაზე, რომელიც 6 მილიარდ რუპიას (100 მილიონი დოლარი) შეადგენს, უარი თქვა და ბერად შედგა.
58 წლის დოშის, 33 წელი დასჭირდა, რომ ნათესავები დაეთანხმებინა და ჯაინიზმის ასკეზისთვის მომზადებულიყო.
ჯაინიზმი (სანსკრ.: जैन – „გამარჯვებული“) — რელიგიურ-ფილოსოფიური სწავლება, წამოსული ინდოეთიდან ძვ. წ. VI საუკუნეში. დამაარსებლად ითვლება ჯინო მაჰავირა. ამჟამად ითვლის დაახლოებით 6 მილიონ მიმდევარს, რომელთაგან 3,5 მილიონი ინდოეთში ცხოვრობს.
ჯაინიზმის, როგორც დჰარმული რელიგიის, საფუძველს წარმოადგენს რწმენა გარდასახვების მიმდევრობაში (დჰარმაჩაკრა), სამსარასგან (მოკშა) გათავისუფლების შესაძლებლობა, მკაცრი ასკეტიზმი, სიცხოცხლის ყველა ფორმის შეუცვლელი ღირებულება (ფასეულობა) მის ნებისმიერ განსახიერებაში, და შედეგად, მათთვის ვნების დაუშვებლობა, ანუ ძალადობის უარყოფა (აჰისიმა).
ჯაინიზმი ქადაგებს, რომ ნებისმიერი არსება (ჯივა, სანსკრ.: जीव) ინდივიდუალურია და მარადიულ სულს წარმოადგენს და დამოუკიდებლად არის პასუხისმგებელი საკუთარი ქმედებებისთვის. შესაბამისად, მკვიდრდება ცხოვრების ისეთი წესი, სადაც სიცოცხლის ყოველ ფორმას უკიდურესი პატივისცემა მიეგება.
ღმერთი ჯაინებისთვის გაიგივებულია ისეთ ცნებებთან, როგორიცაა უსასრულო ცოდნა, უსასრულო შემეცნება, უსასრულო გათვითცნობიერება და უსასრულო ბედნიერება. ამგვარად, ჯაინიზმი არ მოიცავს საკუთარ ფილოსოფიაში ღმერთის, როგორც ყოვლისშემძლე ზეარსების ცნებას, არამედ როგორც უსასრულო სამყაროთქმნილებას, რომელსაც ბუნების კანონები მართავს, რომლებიც, თავის მხრივ, დამოკიდებულია სამყაროს შემადგენელ არსებითობათა (გუნი) ურთიერთქმედებაზე.
ჯაინიზმის კიდევ ერთ განმასხვავებელ ასპექტად ითვლება ანეკანტავადა — სწავლება ობიექტთა და ფენომენთა სხვადასხვა სუბიექტთა მიერ განსხავებული ხედვის არსებობის შესახებ.