პლატინის დროებითი ანხელ მარია ვილიარი შეცვლის

უეფას ვიცე-პრეზიდენტი ანხელ მარია ვილიარი ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს დროებით პრეზიდენტად აირჩიეს.
ესპანელი, ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში საგანგებო შეხვედრის დროს აირჩიეს. თავად ვილიარი სხდომაზე არ იმყოფებოდა. პლატინი, ფიფას ეთიკის კომიტეტის ვერდიქტით, 90 დღით ჩამოშორდა ყოველგვარ საფეხბურთო საქმიანობას. ფიფას ეთიკის კომიტეტმა, პარალელურად ვილიარის წინააღმდეგაც დაიწყო გამოძიება.
ესპანელ ჩინოვნიკს 2018 და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნების არჩევასთან დაკავშირებით ჩვენება უნდა მიეცა, მაგრამ დუმილი არჩია, რაც ანხელის საქმიანობასთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნებს სვამს.