მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

პლაზმით მკურნალობა და გამოჯანმრთელებული 72%

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში მყოფი სამი მძიმე პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მათგან ერთ-ერთის, 80 წლის ქალის მკურნალობა პლაზმოთერაპიის მეშვეობით მოხდა, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო.

“3 მძიმე პაციენტი გვყავს, რომელთა მდგომარეობა დინამიკაში უმჯობესდება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია დასტაბილურებულია. დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა, პირიქით, გარკვეულწილად, ლაბორატორიული მონაცემებით, დინამიკა გაუმჯობესებულია და პროგნოზი სამივე პაციენტთან კეთილსაიმედო უნდა იყოს.

“მათგან ერთ-ერთ პაციენტს, ვისი ასაკიც 80 წელზე მეტია, ჩაუტარდა დიალიზი. ეს ის კრიტიკული პაციენტია, რომელთანაც ჩატარდა ყველა შესაძლო სიახლე მკურნალობაში, რომელმაც ძალიან კარგი შედეგი გამოიღო და 80 წელს გადაცილებული ქალბატონის პროგნოზი კეთილსაიმედოა. გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმით მკურნალობაზეა ლაპარაკი”. – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მოისმინეთ მარინა ეზუგბაიას ხმა.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი საკარანტინო სივრციდანაა და უკვე არსებული პაციენტის კონტაქტია. მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ 4 ახალი გამოჯანმრთელებული პაციენტიდან ერთი თბილისის ინფექციური კლინიკიდანაა. მისივე ინფორმაციით, უკვე პაციენტების 72%-ია გამოჯანმრთელებული.

“გამოჯანმრთელებულების რაოდენობა პროცენტულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის 72%. ამ ეტაპზე, 193 პაციენტი მკურნალობს კოვიდ ცენტრებში და ეს, დაახლოებით, 26%-ია, მეტი არა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა საკმაოდ სოლიდურია, თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე სტაციონარში მკურნალობაზე მყოფი პაციენტები.

“ეს ერთი ახალი შემთხვევა არის საკარანტინო ზონიდან. დადასტურებულთან კონტაქტი.
ჩვენ გვყავდა 35, 1 გამოჯანმრთელდა და ამ ეტაპზე გვრჩება 34 დადასტურებული პაციენტი. ახალი ჩვენთან არ შემოსულა”. – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მოისმინეთ მარინა ეზუგბაიას ხმა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button