ფლორიდაში ტროპიკული შტორმის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა [Video]

ტროპოკულ შტორმ “კოლინის” მძვინვარების გამო ფლორიდაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შესაბამის ბრძანებას შტატის გუბერნატორმა, რიკ სკოტმა მოაწერა ხელი.

ამის გარდა, შტატის მეთაურის ბრძანებით, მზადყოფნაში მოყვანილია ნაციონალური გვარდიის 6 ათასი რეზერვისტი და 250-კაციანი ოპერატიული ჯგუფი.

მეტეოროლოგების მონაცემებით, ფლორიდის სამხრეთით ქარის სიჩქარე 80,5 კმ/საათს აღწევს, ხოლო ნალექი 12,7 სანტიმეტრს შეადგენს.

სინოპტიკოსები უახლოეს საათებში მეტეოპირობების გაუარესებას პროგნოზირებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button