ფლორიდის მკვიდრმა სწრაფი კვების ობიექტის შენობაში ცოცხალი ალიგატორი შეაგდო
ფლორიდის მცხოვრები, რომელმაც სწრაფი კვების ობიექტის – Wendy’s შენობის ფანჯარაში ცოცხალი ალიგატორი შეაგდო, შეიარაღებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
Sky News-ის ცნობით, 23 წლის ჯოშუა ჯეიმსმა drive through-ის ფორმატის სწრაფი კვების რესტორანს მიაკითხა, სასმელი იყიდა და როცა გამყიდველი შეტრიალდა, საკვების დარიგების ფანჯარაში ცოცხალი ალიგატორი შეაგდო.
ბოროტმოქმედის დედამ განაცხადა, რომ მისი შვილი სისასტიკისკენ მიდრეკილი არაა და იგი უბრალოდ მეგობარს გაეხუმრა, რომელიც რესტორანში მუშაობს.
ხუმრობის მიუხედავად, ჯეიმსი დააპატიმრეს. იგი ალიგატორის უკანონო ფლობასა და ტრანსპორტირებაში დაადანაშაულეს.ახალგაზრდა კაცმა აღიარა, რომ მეტრიანი რეპტილია თვითონ დაიჭირა და შემდეგ რესტორანში წაიღო.
მოსამართლემ ჯეიმსს Wendy’s ქსელის ყველა რესტორანში შესვლა და ძაღლის გარდა, ყველა ცხოველთან მიახლოება აუკრძალა. ბოროტმოქმედი 6 ათასი დოლარის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს და ფსიაქტრთან მკურნალობა აიძულეს.
ალიგატორი კი ფლორიდის ერთ-ერთ არხში გაუშვეს.