ლეგენდარული ჯგუფის „Beatles“-ის ყოფილმა წევრმა, პოლ მაკარტნიმ ახალი სინგლი გამოუშვა, რომლის სახელწოდება არის „Get Enough“. კომპოზიციის თანაპროდიუსერი ჯგუფი „OneRepublic“-ის ფრონტმენი, რაიან ტედერია.
სინგლზე მუშაობა მუსიკოსისთვის უჩვეულო აღმოჩნდა, რადგან ვოკალი ელექტრონულად არის დამუშავებული.
76 წლის პოლ მაკარტნი წელს კონცერტების ჩატარებას აშშ-სა და სამხრეთ ამერიკაში გეგმავს. მუსიკოსის ბოლო ალბომი „Egypt Station“-ი გასული წლის სექტემბერში გამოვიდა.
https://www.youtube.com/watch?v=aoSLaBFqgLM