მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ წვლილის შეტანა აცრების მხარდამჭერი აგიტაციის წარმოებაში-ლომჯარია

ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ქვეყნის მოსახლეობა ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე დგას. ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს. ლომჯარია ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში პოლიტიკური პარტიების როლზე საუბრობს.

“ვფიქრობ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში  (როგორც მმართველ, ასევე ოპოზიციურს)  მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა აცრების მხარდამჭერი კამპანია-აგიტაციის წარმოებაში!
თვითმმართველობის არჩევნების დროს პოლიტიკური პარტიები ჩადიან თითქმის ყველა სოფელში, ყველაზე შორეულ ადგილებშიც კი და ვფიქრობ, რომ აცრების მხარდამჭერი კამპანიის საწარმოებლად და ინფორმაციის მოსახლეობამდე მისატანად საარჩევნო კამპანიის გამოყენება ყველაზე ეფექტური გზა იქნება!
პარტიებს თავიანთი აქტივისტების და ოფისების მეშვეობით შეუძლიათ არა მარტო ინფორმაცია გაავრცელონ, არამედ, დაარეგისტრირონ კიდეც მოქალაქეები ბაზრებში, მარკეტებში და სხვა საჯარო სივრცეებში.

პარალელურად, საჭიროა სწორი რეგულაციები, სამედიცინო პერსონალის/პედაგოგების/სერვისების მიწოდებაში ჩართული მოქალაქეების აცრა; ასევე, ყველა სახელმწიფო თუ არასაჯარო დაწესებულების ხელმძღვანელობამ დასაქმებული პირების აცრა უნდა წაახალისოს ან დაეხმაროს მათ რეგისტრაციაში!
ასევე, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების ყოველდღიური ბრიფინგები, სადაც ისინი მოუწოდებენ და დაარწმუნებენ მოსახლეობას აცრების აუცილებლობასა და სარგებლიანობაში (შესაბამისი სტატისტიკის მითითებით)”. – აცხადებს სახალხო დამცველი.

შეგახსენებთ, გასული დღ-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4 827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 895 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 34 გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button