მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები
პოლიტიკური მხარეები ევროპელი დიპლომატის ვიზიტისა და მოლაპარაკებების განახლების მოლოდინში არიან
კრისტიან დანიელსონის მედიაციით პოლიტიკურ მხარეებს შორის დიალოგის განახლება 29 მარტიდან იგეგმება. საქართველოში ევროკავშირის საელჩოს ცნობით, შარლ მიშელის წარმომადგენელი თბილისს, სავარაუდოდ, კვირას, 28 მარტს ეწვევა.
შეგახსენებთ, შვედმა დიპლომატმა კრისტიან დანიელსონმა 12 მარტიდან საქართველოს ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა არაერთი შეხვედრა როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთად.
პროცესში მონაწილეობდნენ ევროკავშირის და აშშ-ის ელჩები, კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი. მხარეებმა საბოლოოდ შეთანხმებას მაინც ვერ მიაღწიეს.