მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
პოლიტიკური მხარეები ისევ ვერ შეთანხმდნენ-დანიელსონმა საქართველო დატოვა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/03/danielsoni.jpg)
კრისტიან დანიელსონი საქართველოდან გაემგზავრა. ევროსაბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა არაერთი შეხვედრა გამართა „ ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის წარმომადგენლებთან, თუმცა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად საბოლოოდ შეთანხმება მაინც ვერ შედგა.
ოპოზიციის მოთხოვნა კვლავაც – ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.
აღნიშნული მოთხოვნების შესრულებაზე “ქართული ოცნება” კვლავაც უარს აცხადებს.