მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
პოლიტიკური მხარეები მოსალაპარაკებლად კიდევ ერთხელ იკრიბებიან
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/04/KRISDIAN-DANIELSONI-SHEXVEDRA.jpg)
„ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს ერთმანეთს შეხვდებიან. შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში 14 საათზეა დაგეგმილი.
მოლაპარაკებას კარლ ჰარცელი და აშშ-ს ელჩი,კელი დეგნანიც დაესწრებიან. განხილვის საგანი კრისტიან დანიელსონის მიერ ბოლო ვიზიტის დროს წარმოდგენილი დოკუმენტი იქნება, რომელსაც “ქართულმა ოცნებამ” ხელი 16 აპრილს მოაწერა.
დოკუმენტში წარმოდგენილია შემდეგი საკითხები
• პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება
• ამბიციური საარჩევნო რეფორმა
• კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა
• პარლამენტში ძალაუფლების განაწილება
• მომავალი არჩევნები
ოპოზიცია დოკუმენტის არსებულ ვერსიას მხარს არ უჭერს, ვინაიდან მასში არ არის მკაფიო ჩანაწერი რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების შესახებ.