მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

პოლიტიკური მხარეები პოზიციებს ისევ არ ცვლიან

ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მოწოდების მიუხედავად რომ მხარეებმა დიალოგი დროულად დაიწყონ, პოლიტიკური ლიდერები პოზიციებს ისევ არ ცვლიან და არც დათმობებზე წასვლას აპირებენ.

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება და რომ ეს “ოცნებისთვის” წითელი ხაზია, ხელისუფლება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზეც უარს ამბობს.

“ქართულმა ოცნებამ გადახედა საკუთარ პოზიციას და აღარ ეთანხმება იმ შეთანხმებულ ნუსხას საკითხებისას, რომელიც დღის წესრიგში უნდა იდგეს. ვფიქრობ, რომ ოფიციალურად უნდა მიმართონ პრეზიდენტ მიშელს და შეატყობინონ, რომ არ აინტერესებთ ეს მედიაციის პროცესი, რომელიც შემოგვთავაზა ევროკავშირმა და შესაბამისად, ორ კვირაში ევროკავშირთან თანამშრომლობის საბჭოზე წარსდგეს ხელისუფლება ამ პოზიციით, რომ მათ უარი თქვეს ევროკავშირის მედიაციაზე”, – თქვა ენმ-ს წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

ოპოზიცია ამბობს, რომ ძნელია პროგნოზების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს “ქართული ოცნება”. მმართველ პარტია კი ოპოზიციას ადანაშაულებს და ამბობს, რომ მათი მხრიდან დიალოგისა და შეთანმების სურვილს ვერ ხედავს.

შეგახსნებთ, ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ესტუმრა. მან შეხვედრები გამართა სქართველოს პრეზიდენტთან ,სალომე ზურაბიშილთან, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.

ევროსაბჭოს პრეზიდენტი ასევე შეხვდება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.

შარლ მიშელმა ქვეყანა 2 მარტს დატოვა

მსგავსი პოსტები

Back to top button