პოლიტიკური პარტიები არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადებიან
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/10/archevnebi.jpg)
პოლიტიკური პარტიები არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადებიან. “ნაციონალური მოძრაობა” გამარჯვების შემთხვევაში კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის ემზადება . პარტიაში ოპოზიციური სპექტრის მხარდაწერის იმედი აქვთ, თუმცა ამ ეტაპზე მსგავსი გადაწყვეტილება მხოლოდ ნაწილს აქვს მიღებული.
პარტია “სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე დარწმუნებულია, რომ ბევრ ადგილას, სადაც არჩევნების მე-2 ტური უნდა გაიმართოს, ოპოზიციური კანდიდატები გაიმარჯვებენ.
პარტია “ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ფიქრია ჩიხრაძის თქმით, საჭიროა მოხდეს შეთანხმება სქემებზე, თუ როგორ უნდა იმუშაონ მე-2 ტურის მიმდინარეობისას სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა საარჩევნო კომისიებში ერთობლივად.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური საქართველოში 30 ოქტომბერს გაიმართება.