მნიშვნელოვანისიახლეები

პოლიტიკური პარტიების ნაწილი ოპონენტებთან მოსალაპარაკებლად მზად არის

ეროვნული შერიგების საკითხი ქვეყანაში კვლავ ერთ-ერთი მთავრი განსახილველი თემაა. პოლიტიკური პარტიების ნაწილი ოპონენტებთან მოსალაპარაკებლად მზად არის. სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას თითქმის ყველა პოლიტიკური ჯგუფი დადებითად აფასებს, თუმცა ოპონენტებისგან კონსტრუქციული დიალოგის მოლოდინი არ აქვთ. ერთ-ერთი პირველი, ვინც დღეს ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, დავით ბაქრაძეა.

თუმცა სალომე ზურაბიშვილთან აუდიენცია პირველმა დავით ბაქარაძემ დატოვა.

“შერიგების პროცესი – ეს გახლავთ ბევრად უფრო გრძელვადიანი და რთული პროცესი და ამ ეტაპზე ჩემს ამოცანას ნამდვილად არ წარმოადგენს შერიგებაზე საუბარი. ამ ეტაპზე უნდა შევთანხმდეთ პრინციპულ საკითხებზე, მუდმივი არასტაბილუირობა ცუდია, პოლიტიკური დევნა და დაჭერები ცუდია, ანუ ისეთ საკითხებზე უნდა შევთანხმდეთ, რაც ქვეყანაში პროცესების ნორმალიზაციის საშუალებას მოგვცემს.
ვფიქრობ, რომ გიორგი მარგველაშვილი აუცილებლად უნდა შეუშვან მიხეილ სააკაშვილთან, რადგან ეს თემა შესაძლოა, გახდეს მნიშვნელოვანი საკითხი პრინციპებზე შეთანხმებისა” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

პრეზიდენტი აპირებს შეხვდეს ქალ დეპუტატებსა და თვითმმართველობების ქალ ხელმძღვანელებს, ამ მიღებაზე დასწრებას აპირებს უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანიც, რომელმაც მედიასთან ეროვნული შერიგების თემაზეც ისაუბრა.

“ზოგადად შერიგების წინააღმდეგი არავინ არ ვართ, უბრალოდ შერიგებას თავისი წინაპირობები აქვს და თავის მიზანს ისახავს. თუ ეს მიზანი არ იქნება მიღწეული, მაშინ ის აზრს კარგავს,” – განაცხადა ნინო წილოსანმა.

პრეზიდენტის მიერ დაწყებულ პროცესს ეხმიანებიან “ნაციონალურ მოძრაობაშიც”. რომან გოცირიძის თქმით, პირობების წამოყენებით, “ქართული ოცნება” ხელს უშლის შერიგების პროცესს.

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკური ნება და განცხადებები მას ნაკლებ ოპტიმისტურად განაწყობს, თუმცა მაინც მნიშვნელოვნად მიაჩნია შერიგების პროცესის დაწყება, რადგან ეს ქვეყანას სჭირდება.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ შეუთავსებელია ოპოზიციის მხრიდან ერთის მხრივ შერიგებაზე და მეორე მხრივ წინააღმდეგობის კერების შექმნაზე საუბარი.

“ნაცმოძრაობის” მიზანი, რომ ძალაუფლება დაიბრუნოს რადიკალური პროცესებით ვერ სრულდება პრეზიდენტის შეთავაზებით. გამომდინარე აქედან, თუ არ მოხდება იმ ფორმულის დანგრევა რასაც ჰქვია რადიკალური წინააღმდეგობის კერების შექმნა ქვეყანაში, ბუნებრივია გაჭირდება რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ნაბიჯების გადადგმა,”- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მმართველი გუნდი და ოპოზიცია

მსგავსი პოსტები

Back to top button