მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

პოლიტიკური ცხოვრება ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ პარლამენტში-ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას ისევ პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს. დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრის შემდეგ პრემიერმა განაცხადა, რომ ისინი პოლიტიკურ მხარეებს დიალოგსა და შეთანხმებას ურჩევენ.

“პოლიტიკური ცხოვრება ყველამ ერთად გავაგრძელოთ საქართველოს პარლამენტში. ეს არის ყველას პოზიცია. მე ყველაში ვგულისხმობ ყველას. არავის დაუფიქსირებია განსხვავებული პოზიცია”. – თქვა  ღარიბაშვილმა დღევანდელი შეხვედრების დასრულების შემდეგ.

შეგახსებნებთ, ბრიუსელში ვიზიტის პირველ დღეს, 15 მარტს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ორჯერ შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, რომლის ინიციატივით და პირადი მონაწილეობით 1 მარტს თბილისში გაიმართა ხელსუფლების და ოპოზიციის შეხვედრა საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად.

შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოწოდებულია გამოსავლის მოსაძებნად, „მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე“.
შეგახსენებთ,12 მარტიდან, მხარეებს შორის მედიაციას აგრძელებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი.

ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკების კონკრეტულ დეტალებზე მხარეები საჯაროდ არ ლაპარაკობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button