პოლიტიკურმა გაერთიანებამ “კოალიცია ცვლილებისთვის” ახმეტის ოფისი გახსნა

ჩვენ გვსურს ცვლილება, რათა გვქონდეს ეროვნული სიამაყის განცდა, განცდა რომ ამ ქვეყანაში მოქალაქეები ვწყვეტთ როგორი გვინდა იყოს ჩვენი მომავალი”, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ახმეტაში ოფისის გახსნაზე განაცხადა. მელიას თქმით, 26 ოქტომბერი ის თარიღია, როცა სახელმწიფოებრიობამ უნდა გაიმარჯვოს.
ნიკა მელია, რომელმაც მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი წარადგინა.
“ ჩვენ გვსურს ცვლილება, რათ გვქონდეს ეროვნული სიამაყის განცდა, განცდა რომ ამ ქვეყანაში მოქალაქეები ვწყვეტთ როგორი გვინდა იყოს ჩვენი მომავალი, კახეთი და ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ახმეტა. ორჯერ მეტი ადამიანია ამ ქვეყანაში ვისაც უნდა ცვლილებები. სამეგრელოდან ჩამოვედით კახეთში და მინდა გითხრათ, რომ ორი თვის განმავლობაში ყველგან ვიყავით, ასე მასიურად ადამიანებს ცვლილებები არ სურდათ სხვა წლებში.
ჩვენ შორის არიან ადამიანები, ვისაც სჭირდება დარწმუნება, რომ აუცილებელია არჩევნებზე მისვლა. ცვლილებები იქნება გარდაუვალი. არჩევნებს ვერ მოგვპარავენ, როდესაც ყველა მივდივართ არჩევნებზე. 26 ოქტომებრი ის თარიღია, რომლითაც ყევლა ჩვენგანი იამაყებს,სადაც სახელწმიფოებრიობა გაიმარჯვებს.
ბევრს გაუმარჯვია , მაგრამ ვერ მოუტანია ისტორიული ცვლილებები, ის რაც დაკვეთა იყო ხალხის, “კოალიცია ცვლილებისთვის” საარჩევნო ნომრით 4, გადამწყვეტ და მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის ევროპული და კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბებაში “ – განაცხადა მელიამ.
“კოალიცია ცვლილებისთვის”ლიდერები ოფისს დღეს, თელავშიც გახსნიან და მოსახლეობას შეხვდებიან.