რეგიონი

პოლიცია 50 წლამდე მამაკაცს საკუთარი თავის დაყაჩაღების ინსცენირებას ედავება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სოფელ მედანში, რამდენიმე დღის წინ მომხდარ დანაშაულში პოლიცია 50 წლამდე მამაკაცს საკუთარი თავის დაყაჩაღების ინსცენირებას ედავება.

გამოძიება მისი ჩვენების საფუძველზე დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, მას ბრალად ცრუ ჩვენების მიცემა და მტკიცებულებების ფალსიფიცირება ედება.

პირი ჯერ-ჯერობით დაკავებული არ არის და მისთვის არც ბრალი წარუდგენიათ.

უწყებაში ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან, რომელსაც სამი სამუშაო დღე დასჭირდება.

სწორედ შემდგომ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, რა სახის სასჯელი შეეფარდება ბრალებულს.

ცნობისთვის, სოფელ მედანში გვიან ღამით მიქავების ოჯახი დააყაჩაღეს, ოჯახის ერთი წევრი კი სცემეს.

შსს მომხდარს სსკ-ის 179-ე მუხლით იძიებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button