მნიშვნელოვანისაქართველო

პოლიცია აქციის მონაწილეებს არ აძლევს პარლამენტის შესასვლელებთან მიახლოების უფლებას

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ჭიჭინაძის ქუჩიდან სცადეს შენობის შესასვლელთან მიახლოება, რისი უფლებაც პოლიციელებმა არ მისცეს. პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებდა, რომ პარლამენტის საშვი აქვს და პოლიცია გადაადგილებას უკანონოდ უზღუდავს.

ვაშაძემ განმარტება მოთხოვა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, კახა ბუხრაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებს პროტესტის გამოხატვის უფლება აქვთ, თუმცა ეს კანონის ფარგლებში უნდა მოექცეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გვითხრა, რომ არანაირი ბრძანება არ არსებობს. შესაბამისად, პოლიციელების აქ დგომა არის სრულიად უკანონო”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პარლამენტის ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 12 საათზე პლენარული სხდომა, მანამდე კი ბიუროს სხდომაა დანიშნული. 26 ნოემბერს, გამთენიისას საპოლიციო ძალებმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს პარლამენტის შესასვლელებთან მიმდინარე პიკეტირების აქცია.

მსგავსი პოსტები

Back to top button