ბავშვიანმა მატადორმა ინტერნეტ-მომხმარებლები განარისხა [Photo/Video]

ესპანელმა მატადორმა, ფრანსისკო რივერა ორდონიესმა საზოგადოების ყურადღება დაჭრილ ხართან უჩვეულო შერკინებით მიიპყრო, – წერს The Guardian.

ორდონიესს ორთაბრძოლის დროს ხელში 5 თვის შვილი კარმენი ეჭირა.

ფოტო, წარწერით: “კარმენის დებიუტი” მატადორმა საკუთარ Instagram-გვერდზე გამოაქვეყნა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მამის სარისკო მოქმედებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

ესპანეთის ბავშვთა დაცვის სააგენტოს ინიციატივით, მატადორის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

თავად რივერა ორდონიესის თქმით, ბავშვით ხელში ხართან ბრძოლა უძველესი ესპანური ტრადიციაა.

“კარმენი ოჯახში მატადორთა მეხუთე თაობის წარმომადგენელია. ბაბუაჩემიც ასე იქცეოდა, როცა ხელში მამაჩემი ეჭირა, მამას კი მე”, – განაცხადა მატადორმა.

რივერა ორდონიესის დასაცავად, მსგავსი ფოტოსურათების განთავსება მისმა კოლეგებმაც დაიწყეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამ ტრადიციამ არავინ უნდა შეაშინოს, ვინაიდან ბავშვებს არაფერი ემუქრება.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”28282″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button