მსოფლიოსიახლეები

ბრაზილიის პრეზიდენტი კარანტინის წინააღმდეგ

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარომ დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც კორონავირუსის გამო შემზღუდავი ზომების დაწესების წინააღმდეგ გაიმართა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

აქციას სულ 600-მდე ადამიანი შეუერთდა. დემონსტრანტებმა პარლამენტის დახურვა და არმიის პრეზიდენტის მხარეს გადასვლა მოითხოვეს. ბოლსონარო სიტყვითაც გამოვიდა, მაგრამ ხველების გამო იძულულებული გახდა, ლაპარაკი რამდენჯერმე შეეწყვიტა.

პარლამენტმა და რეგიონების ხელმძღვანელებმა პანდემიის გამო კარანტინი გამოაცხადეს. პრეზიდენტი ამ ზომებს აკრიტიკებს და კორონავირუსს გრიპს უწოდებს, მის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს კი, „ისტერიად“ აფასებს. 17 აპრილს ბოლსონარომ ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა, რომელიც სოციალური დისტანციის ერთ-ერთი მომხრე იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button