მნიშვნელოვანისაქართველო
პოლიციელებსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2019/06/dhsgsn.jpg)
მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციელებსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს, რის გამოც, კონტრაქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. კონტრაქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.
მთავრობის ადმინისტრაციასთან, სიტუაცია ამ დრომდე დაძაბულია. თბილისი პრაიდის აქცია და რადიკალურად განწყობილი ჯგუფის კონტრაქცია ადგილზე 19:00 საათის შემდეგ მიმდინარეობს.