პოლიციელი რომელიც მოქალაქის დაჭრაშია ეჭვმიტანილი დააკავეს
შსს-ში განაცხადეს, რომ სამართალდამცველი, რომელმაც მოქალაქე დაჭრა, რიგითი პოლიციელი იყო და ის უკვე გათავისუფლებულია თანამდებობიდან. ამავდროუალად ის დაკავებულია.
საქმეს პროკურატურა იძიებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, ფაქტზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108 -ე მუხლით დაიწყო და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ლაშა წიქარიშვილი აიყვანეს.
პროკურატურის მტკიცებით, “გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობის მცდელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება. ლაშა წიქარიშვილს შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობა ეკავა თუმცა მომხდარ ფაქტს მის სამსახურებრივ საქმიანობასთან კავშირი არ აქვს”.