,,პოლიციელი რომელიც სამშობლოს ემსახურება უანგაროდ და უღალატოდ გმირია-ოპოზიცია კი გამყიდველები,,-პეტრიაშვილი
რაც დღეს საზოგადოებამ ნახა, არის ფაშიზმის კიდევ ერთი მაგალითი! ყოველგვარ ზღვარს გასცდა თქვენი უღირსი საქციელი!
ივანიშვილის “დეპუტატი” გენო პეტრიაშვილი “აგენტებს” და “ფულზე გაყიდულებს” უწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს პარლამენტთან საპროტესტო აქციას მართავდნენ. პეტრიაშვილი მათ პროპაგანდით პასუხობს:
როგორც პეტრიაშვილი აღნიშნავს, გმირია პოლიციელი, ყველა სამართალდამცავი და ყველა ის ადამიანი, რომელიც სამშობლოს ემსახურება უანგაროდ და უღალატოდ, ხოლო ოპოზიციის წარმომადგენლები ისტორიას დარჩებიან როგორც გამყიდველები.
„მოგესალმებით! მინდა დღევანდელ ინციდენტს ორი სიტყვით შევეხო!
ყოველგვარ ზღვარს და მორალს გასცდა ამათი უმსგავსობა! მოღალატე და გამყიდველი უწოდო ადამიანს, რომელმაც ძალიან დიდი ტკივილის ფასად დაიცვა სამშობლოს და ჩვენი ქვეყნის ღირსება, არის უმსგავსობა და უღირსი საქციელი, რაზეც პასუხს აგებს ყველა! რაც დღეს საზოგადოებამ ნახა, არის ფაშიზმის კიდევ ერთი მაგალითი!
ყოველგვარ ზღვარს გასცდა თქვენი უღირსი საქციელი! აგენტებო და ფულზე გაყიდულებო! დიახ, გმირია პოლიციელი და ყველა სამართალდამცავი! დიახ, გმირია ყველა ის ადამიანი, რომელიც სამშობლოს ემსახურება უანგაროდ, უღალატოდ! თქვენ კი დარჩებით ისტორიას როგორც გამყიდველები!
დიდება ჩვენს გმირებს, დიდება ჩვენს სამშობლოს!“ – წერს გენო პეტრიაშვილი.
“უსირცხვილო“ – ამ შეძახილებით შეაცილეს საკანონმდებლო ორგანოს შენობაში ივანიშვილის დეპუტატი გენო პეტრიაშვილი პარლამენტის უკანა შესასვლელთან, აქციაზე შეკრებილებმა.
შეგახსენებთ, დღეს თვითგამოცხადებული დეპუტატები მათივე “არჩეულ” არალეგიტიმურ პრეზიდენტ ყაველაშვილს მოუსმენენ.
პარალელურად, მიმდინარეობს ჟურნალისტების აქცია, სადაც რიგითი მოქალაქეებიც იკრიბებიან და მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მოითხოვენ.