პოლიციის ეჭვის საფუძველზე მოქალაქის ნარკოლოგიური შემოწმება შესაძლოა აიკრძალოს
ე. წ. ქუჩის ნარკოტესტირების მანკიერ პრაქტიკასთან დაკავშირებით პარლამენტში წარდგენილ პეტიციაზე იმსჯელებენ დღეს ჯანდაცვის კომიტეტში.
კანონმდებლების განმარტებით, მთავრობა და პარლამენტი უკვე მუშაობს კანონპროექტზე, რომლითაც აიკრძალება პოლიციის მხოლოდ დასაბუთებული ეჭვის საფუძველზე მოქალაქეების ნარკოლოგიურ განყოფილებაში გადაყვანა, მათი შემოწმების მიზნით.
ცვლილებების აუცილებლობა ამ მხრივ არსებულმა სტატისტიკამ განაპირობა.