კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

პოლონელი ტურისტის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

პოლონელ ტურისტზე თავდასხმაში ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

პოლონეთიდან ჩამოსული ტურისტი თბილისის ცენტრალურ ნაწილში 5 ივლისს დაჭრეს. შემთხვევა ხეთაგუროვზე ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის პარალელურად მოხდა. ბოლო მონაცემებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. შსს-ს განმარტებით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს. რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button