პოლონელმა ილუზიონისტმა წამყვანი პირდაპირ ეთერში დაჭრა [Video]

პოლონურ ტელეარხ PNS-ზე დილის ტელეშოუში წამყვანმა მანეჟა როგალსკამ ილუზიონისტის გამო ხელი ლურსმნით დაიზიანა, – იუწყება Daily Mail.

ილუზიონისტმა ლითონის გალესილი წკირი სამიდან ერთ-ერთ ქაღალდის პაკეტში მოათავსა, შემდეგ მათ ადგილი შეუნაცვლა და ტელეწამყვანს ხელის დარტყმა შესთავაზა. როგალსკა ასეც მოიქცა, მაგრამ როგორც ჩანს, ზედმეტმა ნდობამ მას ცუდი სამსახური გაუწია, ტელეწამყვანმა ხელი დაიზიანა და ტკივილისგან ყვირილი მორთო.

ინციდენტის შედეგად გადამღებმა ჯგუფმა პირდაპირი ეთერი შეწყვიტა, რათა წამყვანისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა. თავად ილუზიონისტმა ბოდიში რამდენჯერმე მოიხადა და თავისი წუხილი პოლონური არანორმატიული ლექსიკით გამოხატა.

მსგავსი პოსტები

Back to top button