პოლონეთი აცხადებს რომ უკრაინას გადასცემს MiG-29 ტიპის თვითმფრინავებს
თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების სიძლიერე ჩვენი ხალხის სიძლიერეშია" - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა სამშაბათს განაცხადა, რომ მის მთავრობას შეუძლია უკრაინას “4-6 კვირის განმავლობაში“ გადასცეს საბჭოთა წარმოების MiG-29 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები.
ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელმა არ დააკონკრეტა, რომელ ქვეყნებზეა საუბარი.
გასულ კვირას პოლონეთის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საბრძოლო თვითმფრინავები გაიგზავნება მხოლოდ საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში. ცოტა ხნის წინ სლოვაკეთმაც თქვა, რომ მზად არის გადასცეს უკრაინას მსგავსი თვითმფრინავები. ვარშავამ და ბრატისლავამ უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემისკენ ნატოს სხვა წევრ ქვეყნებსაც მოუწოდეს.
ღია წყაროების თანახმად, პოლონეთს 29 ერთეული MiG-29 ჰქონდა. იგეგმება მათი შეცვლა სამხრეთკორეული წარმოების თვითმფრინავებით. გარდა ამისა, პოლონეთი გამოიყენებს ამერიკულ F-16-ებს, ასევე ვარშავამ აშშ-ს შეუკვეთა 32 ცალი ყველაზე თანამედროვე მრავალმიზნობრივი სამხედრო თვითმფრინავი F-35.
MiG-29 ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავებს კარგად იცნობენ უკრაინის საჰაერო ძალების მფრინავები, რომლებიც მათ გამოყენებას მიღებისთანავე შეძლებენ.
ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არ შეეწინააღმდეგება სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებას უკრაინაში მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემასთან დაკავშირებით.
თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების სიძლიერე ჩვენი ხალხის სიძლიერეშია” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ისინი ყველაფერს აკეთებენ ომში გამარჯვებისთვის და რომ ეს ასეც იქნება. ზელენსკიმ ევროსაბჭოს სამიტზეც ისაუბრა, რომელიც ისლანდიის დედაქალაქში გაიმართება.
“ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში. ამისათვის ყველაფერს ვაკეთებთ. ჩვენ ერთმანეთს ვუჭერთ მხარს. ჩვენ ვაძლიერებთ სახელმწიფოს. ჩვენ ვაერთიანებთ სამყაროს ჩვენი გამარჯვებისთვის.
ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად. დღეს ისლანდიის პრემიერ-მინისტრი ეწვია კიევს. ქვეყანა, რომელიც ეხმარება უკრაინას პოლიტიკურად და ჰუმანიტარულად, რომელიც ხმას უმატებს უკრაინის და თავისუფლების დამცველთა გლობალურ კოალიციას.
განვიხილეთ თანამშრომლობა ევროატლანტიკური და ევროპული მიმართულებით, საერთაშორისო სტრუქტურებში. ერთ-ერთი მთავარი საკითხია ტერორისტული სახელმწიფოს და ყველა რუსი მკვლელის დასჯა.
ჩვენ ვემზადებით ევროსაბჭოს სახელმწიფო მთავრობათა სამიტისთვის, რომელიც ისლანდიის დედაქალაქში გაიმართება, რომელსაც შესაძლოა უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდეს რუსეთის აგრესიის გამო პასუხისგებაში მიცემისათვის,“ – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.