მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პოლონეთი ბელარუსთან საზღვრის დასაცვას აძლიერებს

პოლონეთი, არსებული დაძაბული სიტუაციის გამო, ბელარუსთან საზღვარზე 500 პოლიციელს გაგზავნის- ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ განაცხადა.

„ბელარუსის საზღვარზე დაძაბული სიტუაციიდან გამომდინარე, გადავწყვიტე გავაძლიერო ჩვენი ძალები 500 პოლონელი პოლიციელით სათადარიგო და კონტრტერორისტული დანაყოფებიდან ისინი შეუერთდებიან 5 000 მესაზღვრესა და 2 000 ჯარისკაცს, რომლებიც იცავენ საზღვარს“, – წერს კამინსკი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

პოლონეთის ოფიციალური პირების ცნობით, მხოლოდ ერთ დღეში ბელარუსიდან პოლონეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა 187-მა ადამიანმა სცადა. პოლონეთის ვიცე-პრემიერის, იაროსლავ კაჩინსკის თქმით, საზღვრების გაძლიერება აუცილებელია „ვაგნერის” მებრძოლების ბელარუსში გადასვლის გამოც.

გასულ კვირას ვარშავამ გამოაცხადა, რომ „ვაგნერის“ მებრძოლების ბელარუსში გადასვლის გამო უსაფრთხოების ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. „ვაგნერის“ ბელარუსის ტერიტორიაზე ყოფნის გამო ნატო-ს წევრი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები შიშობენ, რომ ამან, შესაძლოა, რეგიონში უფრო მეტი არასტაბილურობა გამოიწვიოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button