მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პოლონეთი ქვეყნიდან რუს დიპლომატებს აძევებს

პოლონეთი ქვეყნიდან რუს დიპლომატებს აძევებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პოლონეთის ხელისუფლება ქვეყნიდან დაახლოებით 40 რუს დიპლომატს სავარაუდოდ, ჯაშუშობისთვის გააძევებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ელჩი დაიბარა.

საკუთარი ქვეყნებიდან რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება ბევრმა აღმოსავლურმა ქვეყანამ მიიღო უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.

ამასთან აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამ კვირაში სანქციების დაწესებას ასობით რუსეთის მოქალაქის მიმართ გეგმავს. აშშ-ს ოფიციალური პირები ამბობენ, რომ სანქციები დუმის 300-ზე მეტ დეპუტატს შეეხება.

The Wall Street Journal ასევე წერს, რომ ბაიდენი აპირებს სანქციები გამოაცხადოს ევროპაში მოგზაურობისას, სადაც ის ხუთშაბათს მოკავშირეებს შეხვდება და რუსეთის წინააღმდეგ შემდეგ ნაბიჯებს განიხილავს.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სანქციები ევროკავშირთან და G7-ის ქვეყნებთან კოორდინაციით გამოცხადდება. მომავალი სანქციების პაკეტი 400 პირს მოიცავს, მათ შორის 328 დეპუტატსა და რუსული ელიტის წევრებს.

ბაიდენის ევროპაში ვიზიტამდე სანქციების გაფართოება თეთრმა სახლმა დააანონსა.

მსგავსი პოსტები

Back to top button