მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პოლონეთის და ლიეტუვას პრეზიდენტები ლვოვში ჩავიდნენ

პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტები ლვოვში ჩავიდნენ, სადაც ისინი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ-ამის შესახებ ინფორმაცია ლიეტუვას პრეზიდენტმა Twitter-ზე გაავრცელა.
“დღეს კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მტკიცე ერთგულება აგრესორის წინააღმდეგ გამარჯვებაში. ჩვენ დავრჩებით ერთიანები. ლიეტუვა და პოლონეთი გააგრძელებენ უკრაინისთვის თავდაცვის დახმარების მიწოდებას”, – წერს ის.

პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანდჟეი დუდამ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გიტანას ნაუსედამ ლვოვში ხელი მოაწერეს ლუბლიანას სამკუთხედის პრეზიდენტების ერთობლივ დეკლარაციას.

ლუბლიანას სამკუთხედი არის დიპლომატიური ინიციატივა, რომელიც აერთიანებს უკრაინას, ლიეტუვასა და პოლონეთს. ამ ალიანსის შექმნის შესახებ დეკლარაციას მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი 2020 წლის 28 ივლისს ლუბლიანაში მოაწერეს. ამ ფორმატის ფარგლებში ვარშავა, ვილნიუსი და კიევი თანამშრომლობენ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში.
“სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველივე დღეებიდან, ჩვენ ვგრძნობთ პოლონეთისა და ლიეტუვის მოძმე ხალხის მხარდაჭერას.

მადლობელი ვარ გიტანას ნაუსედასა და ანდჟეი დუდას სტუმრობისთვის. მადლობელი ვარ ჩვენი ხალხის დახმარებისთვის!” წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ამასთან, დღეს უკრაინის პრეზიდენტი, ქალაქ ლვოვში ჩავიდა, სადაც გამართა შეხვედრა უკრაინის უსაფრთხოების ვითარების შესახებ და ასევე პატივი მიაგო დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნას.

მსგავსი პოსტები

Back to top button