მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მათ თბილისში, საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ნატოსა და ევროკავშირში არის საკმარისი ადგილი მეგობრებისთვის და აუცილებელია, საქართველომ რეფორმები განაგრძოს.

“გაერთიანებულ ევროპასა და ნატოში არის საკმარისი ადგილი ჩვენი მეგობრებისთვის ევროპის აღმოსავლეთიდან. განსაკუთრებით ახლა, ამჟამინდელ ვითარებაში, შენარჩუნებული უნდა იქნეს ნატოსა და ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, პოლონეთისა და პოლონელების სახით გყავთ საიმედო მოკავშირე, რომელიც ყველა ღონეს იხმარს, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს და მის მისწრაფებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ…

ქართველებო, გელით გაერთიანებულ ევროპაში, რადგან საუკუნეებია თქვენ მისი მემკვიდრეობის ნაწილი ხართ. გელოდებით, ქართველებო, ნატოში, რადგან ხართ ამაყი ერი, რომელიც იმსახურებს თავისუფლებას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობის მშენებლობას. პოლონეთის სახით გყავთ მეგობარი, რომელი გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ამ გზაზე”, – თქვა ანდჟეი დუდამ

1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში.

საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შემდეგ საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button