რეგიონი

მკვლელობა გურჯაანში- გარდაცვლილია 36 წლის მამაკაცი

მკვლელობა გურჯაანში- გარდაცვლილია 36 წლის მამაკაცი.
შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში მოხდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, შუახნის მამაკაცმა, მეზობელს სასიკვდილო ჭრილობა სანადირო თოფით მიაყენა.
მკვლელობა სავარაუდოდ, შურისძიების გამო მოხდა.

2013 წელს, გარდაცვლილმა, სავარაუდოდ ბრალდებულის დისშვილი მოკლა. მეზობლები ვარაუდობენ, რომ დღევანდელი ფაქტი, წარსულში მომხდარ მკვლელობას უკავშირდება.

სავარაუდო ბრალდებული უკვე დაკავებულია.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას ნიშნავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button