მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პოლონეთმა საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებელი ძალოვანი უწყების 8 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

პოლონეთმა საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებელი ძალოვანი უწყების 8 მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ინფორმაციას საელჩო ავრცელებს. დასანქცირებულების ვინაობა უცნობია.
კერძოდ, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ:

“საქართველოში ოპოზიციის წინააღმდეგ გაძლიერებული რეპრესიების საპასუხოდ, პოლონეთმა საკუთარ ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა ქართული ძალოვანი უწყებების 8 მაღალჩინოსანს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე.

პოლონეთი მხარს დაუჭერს ქართველი ხალხის პროევროპულ მისწრაფებებს” აცხადებს საელჩო.

მსგავსი პოსტები

Back to top button