მნიშვნელოვანირეგიონი

მკვლელობაში ბრალდებულმა, ნათესავესავების ოჯახში თავი მოიკლა

თბილისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ნათესავესავების ოჯახში თავი მოიკლა.

35 წლის გიორგი სხილაძის ნათესავები, რომლებიც სოფელ პატარაგორში ცხოვრობენ, მედიასთან ურთიერთობაზე უარს აცხადებენ.

ადგილობრივები კი ამბობენ, რომ სხილაძე სხვა დროს, სოფელში არ უნახავთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი სხილაძე, გამოძიებას ნათესავებთან, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარაგორში დაემალა.

პოლიციის გამოჩენის შემდეგ, სხილაძემ რევოლვერი ჯერ სამართალდამცავებს მიუშვირა , შემდეგ კი, პოლიციისა და ნათესავების თხოვნის მიუხედავად, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სხილაძეს თან თანამზრახველი ახლდა, რომელიც წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

მკვლელობა თბილისში, 18 დეკემბერს მოხდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button