კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

პოლონეთში დაღუპული 26 წლის დიტო ხალხელაური საქართველოში გადმოასვენეს

გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ, პოლონეთში დაღუპული, 26 წლის დიტო ხალხელაური საქართველოში გადმოასვენეს.

გარდაცვლილის მეგობრის,მარიამ ოქროცვარიძის განმარტებით, სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცმა თავი მოიკლა, თუმცა რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი, დღემდე გაურკვეველია.

” ორ თვეზე მეტი, ცხედარი ვარშავის პროზექტურაში ესვენა. ვვარაუდობთ,.რომ მძიმე ემოციური მდგომარეობის ფონზე,თავი მოიკლა, მაგრამ რა გარემოებებმა მიიყვანა აქამდე და რეალურად რა მოხდა, არავინ იცის.დედამისი აპირებდა წასვლას პოლონეთში, მაგრამ აღარ გახდა საჭირო, საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩარევით მოხდა გადმოსვენება”- განმარტა ოქროცვარიძემ.

დიტო ხალხელაურს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში, საიდანაც ის წარმოშობით იყო, ხვალ დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქე, დიტო ხალხელაური, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, 11ივნისს გაუჩინარდა.

ახლობლები და ოჯახის წევრები, ახალგაზრდას ერთ კვირაზე მეტ ხანს ეძებდნენ. 19 ივნისს, ხალხელაური ვარშავის პოლიციამ, გარდაცვლილი მდინარეში იპოვა.

გარდაცვალების რეალური მიზეზისა და სიკვდილის გარემოებების დასადგენად, ოჯახმა ადვოკატი, საზოგადოების დახმარებით დაიქირავა, თუმცა რამ მიიყვანა ახალგზარდა სავარაუდო თვითმკვლელობამდე, ჯერჯერობით, დაუდგენელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button