მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ქართული ოცნება”მთავრობის საკუთარ გუნდს სავარაუდოდ დღეს დაამტკიცებს

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის ჯერჯერობით ერთადერთი ფრაქცია, „ქართული ოცნება“ დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.

პარლამენტში პრემიერ მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას უსმენენ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატებს პარლამენტში შესვლა დღეს სირცხვილის დერეფნის გავლით მოუწიათ. პარლამენტის შესასვლელთან შეკრებილმა სამოქალაქო აქტივისტებმა დეპუტატები სსრკ-ის ჰიმნისა და შეძახილ “მონას” ფონზე გაატარეს.

სამოქალაქო აქტივისტები 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ პარლამენტს და მათ მიერ დამტკიცებულ მთავრობას ლეგიტიმაცია არ აქვს.

შეგახსენებთ, 21 და 22 დეკემბერს მინისტრობის კანდიდატთა მოსმენები გაიმართა პარლამენტის კომიტეტებში, რომლებმაც ყველა კანდიდატს მხარი დაუჭირეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button