მსოფლიოსიახლეები

“პოროშენკო არ მაინტერესებს”

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პოლიტიკური დევნით დაკავებული არ არის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა კანადურ გამოცემა The Globe and Mail-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„მე არ მაინტერესებს პოროშენკო, არ მაინტერესებს პოლიტიკური დევნის საკითხები, ვინაიდან ამით დაკავებული არ ვარ.” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი განზრახ ცდილობს თავისი თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს, რათა ყველამ იფიქროს, რომ უკრაინაში პოლიტიკურ დევნას აქვს ადგილი.

შეგახსენებთ, რომ 10 ივნისს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ეჭვმიტანილის სტატუსით, უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროში დაკითხვაზე დაიბარეს. საქმე საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელისთვის უკანონო ბრძანების გაცემას ეხება.

1-ლ ივლისს კი, სასამართლო პოროშენკოსთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button