მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისიახლეები

“პორტი უნდა აშენდეს”, “ოცნება უნდა წავიდეს” – აქცია ანაკლიაში

“პორტი უნდა აშენდეს”, “ჩვენ არ გვსურს ქალაქში ქვიშა”, “ოცნება უნდა წავიდეს” , “ცვლილებების დროა” – ამ ლოზუნგით ,,ევროპული საქართველოს” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი უგულავამ პარტიის სხვა წევრებთან ერთად ანაკლიაში, პორტის ტერიტორიასთან საპროტესტო აქცია გამართა.

როგორც უგულავამ განაცხადა, რუსეთის მაამებლობის გამო ბიძინა ივანიშვილმა ანაკლიის პროექტი მოკლა და ანაკლია ქვიშაში ჩაფლულ ქალაქად აქცია.

“ნაცვლად იმისა რომ აქ იყოს სამუშაო ადგილები და ბედნიერი ცხოვრება, ვხედავთ ქვიშის გორაკებს”, – აცხადებს უგულავა.

შეგახსენებთ, რომ ქვიშიანი ქარის გამო, ანაკლიის მოსახლეობის ნაწილს, სახლების დატოვება მოუწია.

მსგავსი პოსტები

Back to top button