სპორტ-ნიუსისპორტი

პორტუგალიის გრან-პრიზე ქართველ მომაწილეთა ვინაობა ცნობილია

პორტუგალიის ქალაქი ალმადა 29-30 იანვარს ძიუდოს გრან-პრის უმასპინძლებს.

წლის პირველ საერთაშორისო ასპარეზობაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა 9 მონაწილის ვინაობა დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ ტურნირზე საქართველოს ნაკრებს ქალი ძიუდოისტები არ ეყოლება.

გუჯეჯიანმა უპირატესობა ახალგაზრდა თაობას მიანიჭა და უმეტესად იმ ძალოსნებს ანდო ნაკრების ბედი,რომლებმაც 2021 წლის საქართველოს ჩემპიონატი მოიგეს

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური საიტის ცნობით, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

გიორგი სარდალაშვილი,თენგო ზირაქიშვილი,გიორგი ტურაშვილი,დიმიტრი გოჩილაიძე,ნიკა ხარაზიშვილი,იმედა გოგოლაძე,გიორგი ბერიაშვილი,საბა ინანეიშვილი და გიორგი ქავთარაძე.

პორტუგალიის გრან-პრიზე 45 ქვეყნის 370 ძიუდოისტი იასპარეზებს,საიდანაც 209 მამაკაცი და 161 ქალია.

მსგავსი პოსტები

Back to top button