მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

პოზნერი საქართველოში ჩამოსვლას ისევ გეგმავს

რუსი ტელეწამყვანი ვლადიმირ პოზნერი საქართველოში ყოფნისას განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. რუსი ჟურნალისტი ამბობს, რომ ოპოზიციამ მისი ვიზიტი გამოიყენა.

ტელეწამყვანი საქართველოში ჩამოსვლას ისევ გეგმავს.

„მინდა ვთქვა, სრული სიცხადით, რომ არანაირი წყენა საქართველოს ან ქართველების მიმართ არ მაქვს, ამასთან, მე, საერთოდ, საპატიო კახელი ვარ და რა თქმა უნდა, კვლავ ჩავალ საქართველოში – უპირობოდ”, – აცხადებს ვლადიმირ პოზნერი.

შეგახსენებთ, რუსი ტელეწამყვანი საქართველოში დაბადების დღის არსანიშნავად ჩმოვიდა.მისი ვიზიტის გამო, საპროტესტო აქციები გამართეს სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. მათი განცხადებით, პოზნერი კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი სახე და საქართველოს და უკრაინის ოკუპაციის და ანექსიის აქტიური მხარდამჭერია და მას საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა უშვებდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, ვლადიმირ პოზნერი აშშ-ის მოქალაქეა და მას არ დაურღვევია „კანონი ოკუპაციის შესახებ“, პოზნერთან ერთად ჩამოსულმა პირებმა კი წარმოადგინეს კოვიდ-პასპორტი, ან PSR-ტესტირების უარყოფითი პასუხი.

პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა თბილისი დაგეგმილზე ადრე , ჩარტერული ავიარესით დატოვეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button