მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

პოზნერის საქართველოში ვიზიტს რუსეთიც ეხმაურება და ღარიბაშვილის განცხადებას იწონებს

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი რუსი ტელეწამყვანის, ვლადიმერ პოზნერის თბილისში ვიზიტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოთქვა

“რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში ჩასვლა სახიფათოა. იქ ჩასვლა უბრალოდ საშიშია და რუსეთის მოქალაქეებმა ეს კარგად უნდა გაიაზრონ. კრემლი გმობს ექსტრემისტი ნაციონალების მიერ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებს – მივესალმებით საქართველოს პრემიერის განცხადებას, რომელმაც ეს ქმედებები დაგმო”, – ამბობს პესკოვი.

შეგახსენებთ, რუსი ტელეწამყვანის ვიზიტის გამო, წუხელ საპროტესტო აქციები გამართეს სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. მათი განცხადებით, პოზნერი კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი სახე და საქართველოს და უკრაინის ოკუპაციის და ანექსიის აქტიური მხარდამჭერია და მას საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა უშვებდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, ვლადიმირ პოზნერი აშშ-ის მოქალაქეა და მას არ დაურღვევია „კანონი ოკუპაციის შესახებ“, პოზნერთან ერთად ჩამოსულმა პირებმა კი წარმოადგინეს კოვიდ-პასპორტი, ან Pშღ-ტესტირების უარყოფითი პასუხი.

პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა თბილისი დღეს დილით, ჩარტერული ავიარესით დატოვეს.

მომხდარს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვლადიმირ პოზნერის ვიზიტით გამოწვეული საპროტესტო აქციების ფორმა “ყოვლად დაუშვებელი” იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button