მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

პოზნერს ისევე როგორც ნებისმიერ ამერიკელ ევროპელ და რუს ტურისტს უფლება ჰქონდათ საქართველოში შემოსულიყვნენ-მდინარაძე

საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პოზნერს და მის მეგობრებს, ისევე როგორც ნებისმიერ ამერიკელ, ევროპელ და რუს ტურისტს, უფლება ჰქონდათ კოვიდრეგულაციების დაცვით, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში საქართველოში შემოსულიყვნენ.

საქართველოს პარლამენტის წევრი, რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანი ვლადიმირ პოზნერისა და ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონის საქართველოში შემოშვებას ერთ კონტექსტში განიხილავს. ამ საკითხზე მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

“ნაცმოძრაობს აქტივი და აქტივისტები და მათი ლიდერები, ვინც განდევნას არა კანონის დარღვევის გამო, არამედ მისი წარმომავლობის და საქართველოსთან მიმართებაში გამოთქმული პირველ რიგში, ჩვენთვის უკიდურესად მიუღებელი მოსაზრებების გამო ითხოვს. ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, საერათოდ ავკრძალოთ თუ არა, რუსეთს ნებისმიერი მოქალაქის შემოშვება საქართველოში, რომელთაც საააკშვილმა ომის შემდეგ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუუქმა, ოღონდ მანამდე უნდა ვიმსჯელოთ ნაცმოძრაობის მომხრე პოლიტიკოსი ჟიგიმანტასი უნდა შემოვუშვათ თუ არა საქართველოში, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ პრაქტიკულად იგივე თქვა, რაც თავის დროზე პოზნერმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. უნდა ვიმსჯელოთ, უნდა იყვნენ თუ არა საჯარო სივრცეში ის ადამიანები, ვინც ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც შავით თეთრზე ეწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მათ შორის პროტესტანტი გიორგი კანდელკი, გოკა გაბაშვილი და ა.შ.“- განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება კომენდანტის საათის დარღვევას, მდინარაძის თქმით, ეს მათთვისაც “მიუღებელი იყო და არ იყო კარგი სურათი“.

შეგახსენებთ, რუსი ტელეწამყვანის ვიზიტის გამო, წუხელ საპროტესტო აქციები გამართეს სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. მათი განცხადებით, პოზნერი კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი სახე და საქართველოს და უკრაინის ოკუპაციის და ანექსიის აქტიური მხარდამჭერია და მას საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა უშვებდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, ვლადიმირ პოზნერი აშშ-ის მოქალაქეა და მას არ დაურღვევია „კანონი ოკუპაციის შესახებ“, პოზნერთან ერთად ჩამოსულმა პირებმა კი წარმოადგინეს კოვიდ-პასპორტი, ან PSR-ტესტირების უარყოფითი პასუხი.

პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა თბილისი დღეს დილით, ჩარტერული ავიარესით დატოვეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button