პრაღის ზოოპარკის თანამშრომლები თბილისში ჩამოვლენ
დღეს, თბილისში, პრაღიდან 5-6 გამოცდილი ზოოპარკის სპეციალისტი ჩამოვა.
ვიცით, რა მძიმეა სტიქიური უბედურების შდეგები. პრაღის ზოოპარკმა ორჯერ გადაიტანა წყალდიდობა, – განაცხადა პრაღის ზოოპარკის დირექტორმა მიროსლავ ბობეკმა.
„თბილისელებს ზოოპარკის გაწმენდით სამუშაოებში დავეხმარებით. ჩეხმა ვოლონტიორებმა კარგად იციან, თუ როგორ უნდა აღმოუჩინონ დახმარება სტრესგადატანილ ცხოველებს. ადამიანებს კი – ნებისმიერი სიმძიმის ფიზიკური სამუშაოების შესრულებაში დავეხმარებით“, – აღნიშნა ჯგუფის ხელმძღვანელმა პერტ ვალენსკიმ.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”9834″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1434370236776″]