ფრანგულმა მასმედიამ პარიზის ტერაქტებს გამოცხადებული ომი უწოდა [Video]
საფრანგეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა პარიზის ტერაქტებს გამოცხადებული ომი უწოდა.
“ეს ომია”, – პირდაპირ განაცხადა ყოველდღიურმა გაზეთმა Le Parisien. მას დაეთანხმა Le Figaro, რომელმაც გაზეთის პერველ გვერდზე მასალა გამოაქვეყნა სახელწოდებით: “ომი პარიზის ცენტრში”.
“ტერორისტების ბარაბაროსობა ზღვარს გადასცილდა”, – ციტირებს Liberation და მოსახლეობას ტერორის წინააღმდეგ საბრძოლველად მოუწოდებს.
“ეს სისხლიანი მოვლენები შეუძლებელია ახლო აღმოსავლეთის საომარ მოქმედებებს არ დავუკავშიროთ, სადაც საფრანგეთი თავის როლს ასრულებს და მან დაუფიქრებლად უნდა გააგრძელოს საკუთარი კურსი”, – წერს Liberation.
შეგახსენებთ, რო პარასკევს, 13 ნოემბერს, პარიზში 150-მდე ადამიანი დაიღუპა, 200-მდე დაიჭრა. “Bataclan”-ის საკონცერტო დარბაზში, ტერორისტების მიერ მაყურებლების მძევლად აყვანის დროს, ყველაზე მეტი – 100 ადამიანი დაიღუპა. ამის გარდა, სტადიონ Stade de France ფეხბურთის მატჩის მსვლელობის დროს, 3 აფეთქება მოხდა. საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი აღნიშნულ მატჩს ესწრებოდა. ინციდენტის დროს, სტადიონიდან მისი სწრაფი ევაკუაცია განხორციელდა.
აგრეთვე, შეიარაღებული ტერორისტები რესტორან Le Petit Cambodge-ს დაესხნენ და ქუჩაში მოსიარულე ადამიანები დაცხრილეს.
ბოლო მონაცემებით, სამართალდამცველებმა 8 ტერორისტი გაანადგურეს, რომელთა რიცხვშიც, თითქმის ყველა კამიკაძე იყო.