ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი: „ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საკითხი არ დგას, იქნება თუ არა, არამედ როდის“ [Photo]

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა თავის ქართველ კოლეგასთან, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაცია იყო ხანგრძლივი პროცესი და საქართველომ უდიდესი ნაბიჯები გადადგა წინ. „ამას ჩვენ ვაფასებთ, ამიტომაც ვთქვი ბერლინში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის აღნიშვნაზე და კიდევ ვიმეორებ დღეს თბილისშიც, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საკითხი არ დგას, იქნება თუ არა, არამედ როდის“.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი სავარაუდოდ სექტემბრის მეორე ნახევარში დასრულდება. ”ჩემს გამოსვლაში მე ძალიან ცალსახად გავუსვი ხაზი, რომ გერმანიაც და ევროკავშირიც მაქსიმალურს ვაკეთებთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად დადგეს რეალური შედეგი. ეს ევროპარლამენტის გარკვეულ ფორმალობებზეა დამოკიდებული და მხოლოდ გერმანიის გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ კარგი საფუძველი გვაქვს ამისთვის. მე ვფიქრობ რომ ის განრიგი, რომელიც არსებობს ევროპარლამენტში არის ძალიან ამბიციური – საკომიტეტო მოსმენები, კონსულტაციები… ვფიქრობ, ივლისის ბოლოს პროცესი დასრულდება, მაგრამ ალბათ სექტემბრის განმავლობაში, უფრო მეორე ნახევარში მივალთ საბოლოო, ლოგიკურ შედეგამდე”, – განაცხადა შტაინმაიერმა.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, საუბარია შეჩერების მექანიზმზე, რომელიც მუშავდება და წარდგენილია ევროპარლამენტში დასამტკიცებლად. „ჩვენ არ ავუარეთ გვერდი ამ საკითხებს, თვითონ ვიზალიბერალიზაციის საკითხი გადაწყვეტილია“.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”37602″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button