მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კიევს ეწვევა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 6 სექტემბერს უკრაინას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა ZN.ua დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვიზიტის დამატებითი დეტალები არ ვრცელდება.

მას შემდეგ, რაც უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო, ბლინკენი უკრაინაში პირველად ჩადის. ბოლოს სახელმწიფო მდივანი უკრაინაში ერთი წლის წინ იყო. თეთრმა სახლმა ცოტა ხნის წინ შეაფასა უკრაინული ჯარების პროგრესი.

შეგახსენებთ, 2022 წლის აპრილში ბლინკენი უკრაინას თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან ერთად ეწვია. ისინი პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button