“პრემიებზე მეტი პრობლემა თუ არ გვაქვს მაშინ კარგად გვქონია საქმე” [Video]
“წელიწადში რამდენჯერმე გაცემული პრემია ბიუჯეტს არ აზარალებს”, – ასეთია კახეთის გუბერნატორის შეფასება კახელი ჩინოვნიკების მიერ აღებულ პრემიებზე.
როგორც რადიო “ჰერეთს” ირაკლი შიოლაშვილმა განუცხადა, სადღესასწაულო პრემია ყველა საჯარო მოხელემ უნდა მიიღოს და ის ამაში პრობლემას ვერ ხედავს.
გუბერნატორის თქმით, “საჯარო სექტორში დასაქმებულთა უმრავლესობას მიზერულ ხელფასზე უწევს მუშაობა და მათი წახალისება წელიწადში ორჯერ, სახელფასო დანამატის მიღებით აუცილებელია”.
შეგახსენებთ, რომ “ქარმების შემოჭერის” პოლიტიკის ფონზე კახეთის თვითმმართველობებს სააღდგომო დღესასწაულეზე საკუთარი თანამშრომლების წახალისება ჯამში მილიონ ლარზე მეტი დაუჯდათ.
ნახეთ ბლიც ინტერვიუ კახეთის გუბერნატორთან