მნიშვნელოვანისაქართველო

პრემიერ-მინისტრი მალხაზ მაჩალიკაშვილს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი შეხვდა პანკისის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილსა და მის ადვოკატს.

“პრემიერი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის დეტალების კიდევ ერთხელ შესწავლას პირადად აწარმოებს, – ამის შესახებ ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კუბლაშვილის თქმით, მოლოდინებზე და კმაყოფილებაზე საუბარი ნაადრევია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამას, ზაზა სარალიძეს ხვდება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ზაზა სარალიძის მეუღლე, ადვოკატი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, შს მინისტრი გიორგი გახარია და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შალვა თადუმაძე ესწრებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button